LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქება კიევში – გარდაიცვალა ერთი ადამიანი

100

კიევის ცენტრში ავტომობილის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, მანქანა გამოცემის ხელმძღვანელს, ელენა პრიტულს ეკითვნოდა, თუმცა თავად მანქანაში აფეთქებისას არ მჯდარა. რუსული და უკრაინული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ მომხდარის შედეგად ჟურნალისტი პაველ შერემეტი გარდაიცვალა.

პაველ შერემეტი 1971 წლის 28 ნოემბერს მინსკში დაიბადა, ის მუშაობდა რუსულ ტელეარხზე „ო-ერ-ტე“, მოგვიანებით პროგრამაზე „ვრემია“. ბოლო ხუთი წლის მანძილზე შერემეტი უკრაინაში ცხოვრობდა და მუშაობდა გამოცემაში „უკრაინსკაია პრავდა“.

6fe37cd---------

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები