LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქება თელავივში – დაღუპულია სულ მცირე 4 ადამიანი

49

თელავივში აფეთქებას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში, სამშენებლო მაღაზიაში მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა.

საავადმყოფოში 5 დაშავებულია გადაყვანილი. მოსახლეობის ევაკუაცია შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე სახლებიდანაც მოხდა.

ამ დრომდე უცნობია აფეთქების მიზეზი. სამართალდამცველების განმარტებით, გამოძიება ამ ეტაპზე ტერაქტის ვერსიას არ განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები