LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქება თელავში – დაშავებულია 2 მამაკაცი

169

აფეთქება თელავში – დაშავებული მამაკაცები თბილისში დამწვრობის ცენტრში, გვიან ღამით გადმოიყვანეს. ორივე მათგანს მძიმე დამწვრობები აღენიშნება. დაზიანება მათ თელავში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად მიიღეს. არსებული ინფორმაციით, აფეთება საცხოვრებელი სახლის საწყობში, რკინის შედუღების დროს ბუნებრივი აირი დაგროვების გამო მოხდა.

ექიმების თქმით, ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით რთულია და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები