LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქების საფრთხის გამო, კიევში 12 ობიექტის ევაკუაცია მიმდინარეობს

39

აფეთქების საფრთხის გამო, კიევში 12 ობიექტის ევაკუაცია მიმდინარეობს. კიევის ნაციონალურმა პოლიციამ 12 ობიექტის დანაღმვის შესახებ ინფორმაცია ანონიმური შეტყობინებით მიიღო. მეტროს რამდენიმე სადგურში, სავაჭრო ცენტრში, ექვს გასართობ ცენტრში, ერთ-ერთ ტელეკომპანიაში, სასტუმროში რკინიგზის სადგურსა და სხვა დაწესებულებებში აფეთქების საფრთხე გამოცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველა მითითებულ მისამართზე პოლიცია, საგამოძიებო ოპერატიული ჯგუფები, გამნაღმველები, კინოლოგები და მაშველები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები