LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფგან მუხთარლის საქმე – ევროსასამართლო საქართველოს და აზერბაიჯანს შეკითხვებს უგზავნის

79

ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ადვოკატისб არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გატაცებასთან დაკავშირებით  ევროსასამართლომ საქართველოს 8 და აზერბაიჯანს 6 კითხვით მიმართა.

ადვოკატის თქმით, სახელმწიფოებმა უნდა უპასუხონ, თუ რამდენად იყო დაცული ჟურნალისტის მიმართ კონვენციით გარანტირირებული უფლებები. ჩოფიკაშვილის განმარტებით, ქართულ მხარეს ევროსასამართლოს კითხვების გაბათილება ძალიან გაუჭირდება.

იურისტის ნიკოლოზ ლეგაშვილის განცხადებით, შეკითხვები ეხება მათ შორის შესაძლო გატაცებას.

“შეკითხვები ეხება ისეთ დეტალურ მომენტებს როგორიცაა გატაცება, მაგალითად, ხომ არ მოხდა ჟურნალისტის იძულებით გაყვანა საქართველოდან, ამაში მონაწილეობდნენ თუ არა ე.წ. აგენტები, ასევე ხომ არ მოხდა მისი ოჯახური უფლების დარღვევა, ხომ არ იყო დარღვეული მისი უსაფრთხოების უფლება, მისი იძულებითი გაყვანა საქართველოდან ხომ არ მოხდა ისე, რომ წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას ჰქონოდა ადგილი და ა.შ. ანუ საკითხი ეხება მისი გატაცების საკითხს და იმ დროს მიმდინარე პროცედურებს,” – განმარტა იურისტმა.

ქვეყნებს სასამართლოსთვის პასუხების გასაცემის ვალდებულება აქვთ – ვადა კი 31 ივლისამდე განესაზღვრათ.

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში გასული წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც მას ბრალი სამი მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები