LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით დეპუტატები მღებრიშვილს შეხვდებიან

32

დეპუტატები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე შს მინისტრს შეხვდებიან, ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.

“ეს არის ძალიან მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი საკითხი პოლიტიკური, სამართლებრივი, ადამიანის უფლებების კუთხით, კონსტიტუციური უფლების დაცვის კუთხით და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კუთხით. ამიტომ, ამ პროცესს ჩვენ ძალიან სერიოზულად ვაკვირდებით. პარლამენტის როლი არის, რომ გარკვეული კონტროლი გამოძიების მიმდინარეობის პროცესზე, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე იყოს. ჩვენ ვაპირებთ შევხვდეთ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვისაუბროთ გამოძიების შედეგებზე. ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ გვექნება უფრო კონრეტული ხედვა, თუ რა შეიძლება პარლამენტმა ამ პროცესში დამატებით გააკეთოს”,- განაცხადა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები