LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზები, ოსები და ქართველები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან – აფხაზეთის ე.წ. საგარეო მინისტრი

149

„აფხაზები, ოსები და ქართველები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან,“ – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დაურ კოვე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვით გამოსვლას.

„საქართველოს პრემიერმინისტრი და ხელმძღვანელობა იმაში ცდებიან, რომ ჩვენ თანამოქალაქეებს გვიწოდებენ. ჩვენ სხვადასხვა, მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეები ვართ, მაგრამ არა ერთი სახელმწიფოსი,“ – განაცხადა დაურ კოვემ.

მისივე თქმით, „თუ ქართველებს სურთ, რომ აფხაზები და ოსები კარგად ცხოვრობდნენ, საქართველომ უნდა შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო იზოლირება“.

დაურ კოვემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა გადახედოს მოქმედ კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რაც ხელს უშლის „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის განვითარებას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები