LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება” – ბრაიან უიტმორი

50

ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა ბრაიან უიტმორმა, American Enterprise Institute-ში საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ოკუპირებულ აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე ისაუბრა.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, უიტმორმა თქვა, რომ აფხაზებსა და ოსებს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

„ამით კონფლიქტი გადაჭრისკენ მიდის და პრინციპში, აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, რუსეთის ფედერაციის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში. ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხი ნათელია,“ – განაცხადა ბრაიან უიტმორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები