LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთი ფიფას მიმართავს: აღიარებამდე რთული გზაა, მაგრამ…

61

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაცის გაწევრიანების შესახებ მორიგი მიმართვა გაუგზავნა.

როგორც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯუმა კვარაცხელია აცხადებს, ფიფას წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ არაღიარებულ რესპუბლიკაში მაშინ, როდესაც სოხუმმა არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატს ე.წ. ConIFA-ს უმასპინძლა. კვარაცხელიას თქმით, ფიფა-ში გაწევრიანება ადვილი არაა, მაგრამ არსებობს კოსოვოს მაგალითი, რომლის მიხედვითაც შეიძლება ხელმძღვანელობა.
სხვათა შორის, თავის დროზე რუსეთმა მხარი არ დაუჭირა კოსოვოს ფიფაში გაწევრიანებას.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია ინტენსიურ კავშირებს ინარჩუნებს ConIFA-სთან. ასევე ორგანიზაციის საერთაშორისო დეპარტამენტი მუდმივ კავშირზეა ფიფასთან.

არაღიარებული რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ ისინი აუცილებლად გაივლიან გაწევრიანების რთულ გზას და გახდებიან დიდი საფეხბურთო ოჯახის წევრები.

აფხაზებმა 2016 წლის ივნისის დასაწყისშიც მიმართეს ფიფას. მაშინ ამის შესახებ რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა არტურ მიკვაბაიამ განაცხადა და კოსოვოს გარდა გიბრლატარის მაგალითიც მოიყვანა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები