LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთიდან 1992 წელს დაღუპული მიხეილ ჯინჭარაძის ნეშტი გადმოასვენეს

75

ოკუპირებული აფხაზეთიდან 1992 წელს დაღუპული მიხეილ ჯინჭარაძის ნეშტი გადმოასვენეს.

როგორც მიხეილ ჯინჭარაძის შვილმა, ალექსანდრე ჯინჭარაძემ, განაცხადა, აფხაზეთში მცხოვრები ნათესავების, ასევე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დახმარებით, მამის ცხედრის გადმოსვენება 25 წლის შემდეგ შეძლეს.

მიხეილ ჯინჭარაძე 1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრის ბრძოლებში დაიღუპა. მისი საფლავი ოჯახმა ზუსტად იცოდა.

მიხეილ ჯინჭარაძე აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი იყო, ასევე გაგრის მერიის ადმინისტრაციის უფროსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები