LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთიდან გადმოსვენებული კიდევ 12 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია

52

აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 12 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, 8 აპრილს, 16:00 საათზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ცხედრებს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.

სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 8-9 აპრილს (8 აპრილი – 18:00 საათი, 9 აპრილი – 12:00 საათი) გაიმართება.

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე 9 აპრილს, 15:00 საათზე (გამოსვენება სამების ტაძრიდან 14:00 საათი) სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები