LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას ე.წ. გადასასვლელები ჩაკეტა

203

ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას ე.წ. გადასასვლელები აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით ჩაიკეტა, ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის ე. წ. საზღვარი დღეს ცალმხრივად იქნება გახსნილი იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩნენ, ხვალიდან კი ეს გადასასვლელები ორმხრივად ჩაიკეტება.

“მე მაქვს პატარა ჯიხური, სადაც ვვაჭრობ და დღეის შემდეგ ფაქტობრივად, ჩემი ჯიხურიც დაიკეტება. ეს არა მარტო ჩემი, არამედ მთელი სოფლის პრობლემაა, რადგან თუ მიმოსვლა არ იქნება, აღარ იმოძრავებს არც სამარშრუტო და არც კერძო ტაქსები, ნაბაკევსა და მიმდებარე სოფლებში დარჩენილ მოსახლეობას კი შორი გზის გავლა მოუწევს იმისთვის, რომ ენგურის ხიდის გავლით ზუგდიდის მიმართულებით გადმოვიდნენ”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი დოდო ფორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები