LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვალერი ბგანბა დაინიშნა

44

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმინისტრის პოსტზე ვალერი ბგანბა დაინიშნა.

„ხელი მოვაწერე ბრძანებას ვალერი ბგანბას დანიშვნის შესახებ. ამ ადამიანს თქვენ კარგად იცნობთ,“ – მიმართა „მთავრობის“ წევრებს ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ.

ამ „თანამდებობაზე“ ვალერი ბგანბამ 8 სექტემბერს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი გენადი გაგულია შეცვალა.

2012-2017 წლებში ვალერი ბგანბა ე.წ. პარლამენტის სპიკერის თანამდებობას იკავებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები