LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის საკითხი ფაშინიანის ვიზიტისას სავარაუდოდ, არ განიხილება – ქუმსიშვილი

32

“აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნის საკითხი ფაშინიანის ვიზიტისას განსახლველ საკითხებს შორის სავარაუდოდ, არ იქნება,” -ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

„აქამდე რა ოფიციალურ მოლაპარაკებებსაც დავსწრებივარ, საქართველოს და სომხეთს შორის არცერთხელ სომხურ მხარეს არ დაუყენებია აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხი და არც დღეს მაქვს ეს მოლოდინი, თუმცა მეორე მხარის ნაცვლად კომენტარს ვერ გავაკეთებ.

ჩვენთვის სომხეთი არის მეგობარი, მეზობელი, მოძმე სახელწიფო. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირები გვაქვს სავაჭრო, ტურიზმის, სატრანსპორტო მიმართულებებით, განსახილველი საკმაოდ ბევრია. ჩვენ ენერგეტიკულადაც ძალიან დაკავშირებულები ვართ როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მიმართულებით,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სომხეთის ახალი პრემიერი საქართველოში პირველი ვიზიტით დღეს ჩამოვიდა. ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერმინისტრთან მართავს შეხევდრას. სომხეთის დელეგაციას აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა.

პოპულალურები