LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთმა ადეკვატურად უნდა უპასუხოს მოჩვენებით მეგობრულობას – სერგეი ლავროვი

113

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავრომა ოკუპირებულ აფხაზეთს „დამოუკიდებლობის“ 25 წლის იუბილე მიულოცა. როგორც რუსეთის საგარეო უწყების მილოცვის ტექსტშია ნათქვამი, რუსეთი აფასებს იმ წვლილს, რომელიც აფხაზეთს სამოკავშირეო ურთიერთობების მთელი კომპლექსის განვითარებაში შეაქვს.

„ჩვენ კმაყოფილები ვართ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში შევძელით რუსულ-აფხაზური საგარეო პოლიტიკური კოორდინაციის ეფექტური მექანიზმის დახვეწა. ეს გვაძლევს საშუალებას, საერთო ძალისხმევით გავაძლიეროთ რეგიონალური სტაბილურობა და უსაფრთხოება, გავაფართოვოთ აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციები და ჟენევის დისკუსიებზე ერთიანი ფრონტით წარვდგეთ,“ – ნათქვამია მილოცვის წერილში.

ლავროვის განცხადებით, ახლა აფხაზეთმა ადეკვატურად უნდა უპასუხოს, როგორც ღიად მტრულ დამოკიდებულებას, ისევე მოჩვენებით მეგობრულობას და ყოველთვის იხელმძღვანელოს დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გრძელვადიანი ინტერესებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები