LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთში დაღუპული გმირები სამხედრო პატივით დაკრძალეს

124

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 20 პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დაკრძალვის ცერემონიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

აფხაზეთის ომში დაღუპულთა ნეშტები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს, სადაც პანაშვიდი საქართველოს კათოლოკოს პატრიარქმა ილია მეორემ გადაიხადა.

რამდენიმე დღის წინ აფხაზეთიდან სულ 25 პირი ჩამოასვენეს.