LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 25 წელი გავიდა

75

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 25 წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა, ე.წ.-მა „აფხაზურმა გვარდიამ” პირველად სწორედ 14 აგვისტოს გაუხსნა ცეცხლი ოჩამჩირის რაიონში.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. 1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, 300 ათასი კი დევნილად იქცა.

დაღუპულთა პატივსაცემად და 1993 წლის მოვლენების გასახსენებლად თბილისში, გმირთა მემორიალთან, დილიდან იკრიბებიან დაღუპულთა ახლობლები და პოლიტიკოსები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები