LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთში თქვენ პატივისცემა და სიყვარული მოიპოვეთ – ხაჯიმბა პუტინს იუბილეს ულოცავს

73

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, დაბადების დღეს ულოცავს.

როგორც ხაჯიმბა მისალოც წერილში წერს, პუტინმა, პრეზიდენტისპოსტზე ყოფნის განმავლობაში აფხაზეთის მცხოვრებლების სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა.

„პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის განმავლობაში თქვენ მოიპოვეთ მილიონობით ადამიანის პატივისცემა და სიყვარული არა მხოლოდ რუსეთში, არამედ რუსეთის გარეთაც, მათ შორის აფხაზეთში. ჩვენი მრავალეროვანი ხალხი მადლობას გიხდით აფხაზეთის მხარდაჭერისთვის, აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის“, – ნათქვამია წერილში.

რაულ ხაჯიმბამ წერილში ასევე აღნიშნა, რომ „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობა აფხაზეთსა და რუსეთს შორის მომავალშიც გაძლიერდება“.

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს 66 წელი შეუსრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები