LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთში”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები დააკავეს

61

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს 5 წევრი დააკავა, ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტაჯიკეთის 5 მოქალაქე, რომელთაც ბრალად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრობა ედებათ, რუსეთის ფედერაციას გადასცეს.

ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტერორისტული დაჯგუფების სავარაუდო წევრები ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა 8 ივნისს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების შედეგად აიყვანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები