LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფრინის რეგიონში თურქ სამხედროებზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

80

სირიის აფრინის რეგიონში თურქ სამხედროებზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, სადაც ოფიციალური ანკარა სამხედრო ოპერაციას ატარებს.

თურქეთის სამხედრო მეთაურობის ინფორმაციით, შეტევის დაწყებიდან ქურთმა მებრძოლებმა თურქეთის არმიის დანაყოფზე, ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანეს.

შედეგად დაღუპულია 8 ჯარისკაცი, კიდევ 13 სამხედრო კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ჯარისკაცების ევაკუაციისთვის ანკარამ აფრინის რეგიონში სამაშველო ვერტმფრენი გაგზავნა, თუმცა, ქურთმა მებრძოლებმა მასზეც მიიტანეს იერიში, რის გამოც, პილოტებმა კურსი შეცვალეს და თურქეთში დაბრუნდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები