LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფრინში, პროსამთავრობო ჯგუფების საკითხი დახურულია – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

82

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, თქმით, სირიაში, აფრინში, პროსამთავრობო ჯგუფების საკითხი „დახურულია“.

სირიის პროსამთავრობო ძალებმა, რომლებმაც გუშინ საღამოს აფრინში ქურთების დაჯგუფებების მხარდასაჭერად შესვლა სცადეს, თურქების მხრიდან გამაფრთხილებელი სროლების შემდეგ უკან დაიხიეს.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ აფრინის მიმართულებით შიიტური შეიარაღებული დაჯგუფებების მოძრაობა შეინიშნებოდა, მაგრამ ამას ხელი დაბომბვით შეუშალეს. ორშაბათს ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანისთან თურქეთის სამხედრო ოპერაციის, ტერორისტული ჯგუფებისა და აფრინსა და იდლიბში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა.

შეუძლებელია რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციას შანსი მივცეთ აფრინში. ამისათვის მათ დიდი საფასურის გადახდა მოუწევთ, – აღნიშნა ერდოღანმა.

პროსამთავრობო ძალებმა მას შემდეგ დაიხიეს უკან, რაც ქალაქ აფრინს 10 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები