LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგარა – ზემო ოსიაურის გზის მშენებლობა ერთი თვის დაგვიანებით დასრულდება

41

E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია.

როგორც “ფორტუნას” საავტომობილო გზების დეპარტამენში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიმდებარე სოფლებისკენ მიმავალი გზების მშენებლობა.

მონაკვეთის გახსნა ივლისში იგეგმებოდა, თუმცა, სავარაუდოდ, სამუშაოები მთლიანად თვის ბოლომდე დასრულდება.

აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია.

სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია  “Black Sea Group” და ქუვეითური კომპანია “Copri Construction Enterprises W.L.L“ აწარმოებენ. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105 მლნ. ლარზე მეტია.

აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული  გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები