LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღადგინეს ფარგლებში დარგული ხეების 30% დამწვარია: ვერტმფრენი მხოლოდ მეორე მხარეს მუშაობს

50

ცეცხლი სოფელ დაბაში იმ ტერიტორიაზე გავრცელდა, სადაც, კამპანია „აღადგინეს“ ფარგლებში, აგვისტოს ომის დროს გადამწვარი მწვანე საფარის აღდგენა მიმდინარეობდა.

ადგილზე მყოფი კამპანიის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მცენარეების ნაწილი უკვე დაიწვა.

“დაახლოებით 30% უკვე დამწვარია. ნელნელა გადმოდის აქეთ ხანძარი. ვერტმფრენი მეორე მხარეს მუშაობს. ქვემოთ ერთი სახანძრო დგას, მაგრამ ვერაფერს აკეთებს. ელოდება ქვევით როდის ჩავა ეს ცეცხლი, ქვევით გაუკეთებენ ლოკაციას”, – განაცხადა ჩვენთან კამპანიის ორგანიზატორმა სალომე კუკავამ “ფორტუნასთან”.

მისი თქმით, ცეცხლის სრულად ჩაქრობის შემდეგ, ზუსტად დაითვლიან ნარგავების რა ნაწილი დაიწვა.

***

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 2008 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად, 250–მდე ჰექტარზე ტყის საფარი მთლიანად განადგურდა. კამპანია „აღადგინეს“ ფარგლებში ბორჯომის ტყის აღდგენისთვის 47,270  -მდე ხე დაირგო. პროექტი „ბიას“ ორგანიზებით, 150-მდე კომპანიისა და 5 000-მდე ფიზიკური პირის ჩართულობით განხორციელდა.

კამპანიის ფარგლებში, სექტემბერში კიდევ დაახლოებით, 20 ათასამდე ხის დარგვა იგეგმებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები