LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აღარ ინერვიულოთ” – ტაილანდელი ბიჭების ვიდეომიმართვა

92

ტაილანდის გამოქვაბულიდან ამოყვანილმა ბიჭებმა პირველი ვიდეომიმართვა გაავრცელეს. ამის შესახებ BBC წერს.

12-მა ტაილანდელმა ბიჭმა, რომლებმაც მწვრთნელთან ერთად გამოქვაბულში 17 დღე გაატარა განაცხადეს, რომ თავს კარგად გრძნობენ. რამდენიმე დღის წინ ეს მედიკოსებმაც დაადასტურეს.

ტაილანდის გამოქვაბული 23 ივნისის შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი მღვიმეში შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს ძლიერი წვიმა მოვიდა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი ჩაკეტა, რის გამოც ბავშვები გამოქვაბულის სიღრმეში აღმოჩდნენ.

2 ივლისს ისინი აშშ-ისა და ბრიტანეთის მაშველთა დახმარებით ცოცხლები იპოვეს. 18 დღის შემდეგ, 3 დღიანი ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ისინი მღვიმიდან გამოიყვანეს.

https://www.youtube.com/watch?v=3_MI88a5K34

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები