LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღდგომას ბეთლემსა და იერუსალიმში მცხოვრები კათოლიკეები მასობრივი არეულობის ფონზე შეხვდნენ

78

აღდგომას ბეთლემსა და იერუსალიმში მცხოვრები კათოლიკეები მასობრივი არეულობის ფონზე შეხვდნენ. წმინდა მიწაზე შეტაკებები პალესტინელებსა და ისრაელის არმიას შორის გვიან ღამემდე გაგრძელდა. არიან დაშავებულებიც.

როგორც პალესტინის ავტონომიაში აცხადებენ, შეტაკების შედეგად  13 ადამიანი დაშავდა.

ვითარება ახლო აღმოსავლეთში პარასკევს დაიძაბა, როდესაც პალესტინელებმა ე.წ. დაბრუნების მარში მოაწყვეს და საზღვრის გარღვევა სცადეს, თუმცა ამის საშუალება მათ სამხედროებმა არ მისცეს.

აქცია მოძრაობა ჰამასის მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც ისრაელი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. არეულობას 15 პალესტინელი ემსხვერპლა. გაერო და ევროკავშირი მომხდარზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები