LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აღდგომიდან ამაღლებამდე” 5 მაისს გაიხსნება

113

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით, XI საერთაშორისო ფესტივალი  „აღდგომიდან ამაღლებამდე“ თბილისის ისტორიის მუზეუმში („ქარვასლა“) 5 მაისს გაიხსნება, ამის შესახებ  პრესკონფერენციაზე მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა ია მაქაცარიამ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაურმა და ფესტივალის ორგანიზატორმა მანანა დავითაშვილმა ისაუბრეს.

მათი ცნობით, წარმოდგენილი იქნება საქართველოს და დაღესტნის სახალხო მხატვრის, თბილისის საპატიო მოქალაქის, უნიკალური ხელოვანის მანაბა მაგომედოვას ფოტონამუშევრების გამოფენა.

წელს ფესტივალი პროექტის “Check in Georgia” ფარგლებში ტარდება და საინტერესო საფესტივალო პროგრამით გამოირჩევა – სამხატვრო ხელმძღვანელია ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია.

ფესტივალის დასკვნითი საღამო, 9 ივნისს, ამაღლების დღესასწაულზე, ბათუმში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები