LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში ბანკების მუშაობის განრიგი

142

საქართველოს ბანკმა და Express ბანკმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სერვისცენტრების მუშაობის განრიგის შესახებ განაცხადა. 6 აპრილი, 8 და 9 აპრილი საქართველოს ბანკის და Express ბანკის გარკვეული სერვისცენტრებისთვის დასვენების დღეები იქნება. შაბათს, 7აპრილს, ბანკის ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში, დილის 10:00 საათიდან, დღის 14:00 საათამდე, ხოლო Express ბანკის სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე.

მომხმარებელს მოქმედი სერვისცენტრების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის შეუძლია მიმართოს, სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომერზე: 2444444. სატელეფონო მომსახურების ცენტრი ხელმისაწვდომი იქნება 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე. ასევე, ინფორმაცია საქართველოს ბანკისა და Express ბანკის სერვის ცენტრების მუშაობის განრიგთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ ბმულებზე:

საცალო საბანკო მომსახურების სერვისცენტრების განრიგი: http://bankofgeorgia.ge/retail/ge/about-us/news?n=371

Express ბანკის სერვისცენტრების განრიგი: http://expressbank.ge/ge/about-express/news?n=216

10 აპრილიდან საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები