LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღდგომის მერე ლარი ისევ რყევებს დაიწყებს

49

აღდგომამადე ლარი გამყარებას გააგრძელებს. სადღესასწაულო დღეების შემდეგ სავალუტო ბაზარზე კვლავ რყევები იქნება – ამის შესახებ „რეზონანსი“ წერს. ლარის გამყარების ტენდენცია 4 აპრილიდან დაიწყო და ჯერ ისევ გრძელდება. ფინანსისტები „რეზონანსთან“ ღიად ამბობენ, რომ ეს ტენდენცია ორი კვირა შენარჩუნდება, ხოლო შემდეგ ისევ რყევას ელოდებიან.

„რეზონანსი“ ქვეყნის მოსახლეობის გაღარიბებაზეც წერს. სპეციალისტები ამბობენ, რომ დღეს ქვეყანაში 10-15% ღარიბებში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამდენივე პროცენტით შემცირდა საშუალო ფენა. „რეზონანსი“ წერს, რომ საქართველოში სულ უფრო მეტი ადამიანია დამოკიდებული საბანკო სესხებზე და ეს თანდათან გადაუჭრელი პრობლემა ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები