LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმასკომმა დებულება დაამტკიცა

97

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა.

აღმასრულებელმა კომიტეტმა საქართველოს 2017 წლის XXIX ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის თასის XXVIII გათამაშების დებულება დაამტკიცა.

სხდომაზე 15, 17 და 19 წლამდელთა ასაკობრივი ლიგების 2017 წლის გათამაშების დებულებაც დამტკიცდა.

აღმასკომის წევრებს სფფ-ის ლიცენზირების მენეჯერმა 2017 წლის ლიცენზირების პროცესის შედეგები გააცნო.

2017 წლის სეზონი 4 მარტს დაიწყება და შარშანდელი ჩემპიონი, „სამტრედია“ საშინაო შეხვედრაში ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს. აგრეთვე, დამტკიცდა თასის გათამაშების ფორმატი. თასის გათამაშება 2 მარტს აიღებს სტარტს. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც 3 ეტაპისაგან შედგება, მონაწილეობას მიიღებს 60 გუნდი, ხოლო რანგით პირველი და მეორე ლიგის გუნდები მეთექვსმეტედფინალური ეტაპიდან შეუერთდებიან თასის გათამაშებას. ასევე 2, 6 და 10 მარტს ჩატარდება საკვალიფიკაციო ეტაპები, რომლებიც იმ 12 გუნდს გამოავლენს, რომელიც 15 მარტიდან მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე ჩაერთვებიან 20 გუნდთან ერთად. გასული სეზონის მსგავსად შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებით გამოვლინდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები