LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმასრულებელი ხელისუფლება მზადაა ყველა შესაძლო სცენარის მართვისთვის – არჩილ თალაკვაძე

77

„აღმასრულებელი ხელისუფლება მზადაა ყველა შესაძლო სცენარის მართვისთვის,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკავაძემ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა სიტყვით გამოსვლის დასაწყისში მადლობა გადაუხადა მეხანძრე-მაშველებს.

მინდა, ქედი მოვიხარო მეხანძრემაშველების და იმ პროფესიონალების წინაშე, რომლებმაც პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითი გვიჩვენეს ბოლო დღეების განმავლობაში არა მხოლოდ ბორჯომის ხეობაში. სტიქიასთან და ხანძართან ბრძოლის პროცესში ჩართულია უპრეცედენტოდ დიდი მოცულობით ადამიანური და ტექნიკური რესურსი,“  – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს მეზობელი და მეგობარი ქვეყნების სრული მხარდაჭერა ამ საქმეში.

მან ასევე მადლობა გადაუხადა სამხედრო შეიარაღებულ ძალებს, თავდაცვის მინისტრს და თითოეულ ჯარისკაცს, რომლებმაც ატენის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაცია მოახდინეს.

ყველაფერი კეთდება მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. მიღებულია ყველა სათანადო ზომა. დასახლებულ პუნქტებთან დგას სახანძროსამაშველო ბრიგადები. ადგილზე არსებობს წყლის რეზერვი და, ჩემი ინფორმაციით, აღმასრულებელი ხელისუფლება მზადაა ყველა შესაძლო სცენარის მართვისთვის,“  – განაცხადა თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები