LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმოჩნდა ისე, რომ ჩვენ ხელს ვუშლით სპეცსამსახურებს – დავით ქაცარავა

353

დავით ქაცარავამ Facebook-ზე გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ამბობს, რომ სამართალდამცავებმა მას და სხვა მოხალისეებს ბორჯომის ტყის დატოვება სთხოვეს.

მისი თქმით, ისინი მზად იყვნენ, ადგილზე ბოლომდე ემუშავათ ხანძრის ჩასაქრობად.

“აღმოჩნდა ისე, რომ ჩვენ ხელს ვუშლით სპეცსამსახურებს და ჩვენ გვიწევს ამ ადგილის დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფერდობი, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ჩვენ მიერ არის გაწმენდილი… ამოვიდა პოლიცია და გვითხრა, რომ უნდა წახვიდეთო… ყოველგვარი პრობლემის გარეშე გავდივართ ამ ტერიტორიიდან. კიდევ ერთხელ გადაკონტროლება გვინდოდა ტერიტორიის, რომელიც კარგად გვაქვს შესწავლილი”, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, თქვა, რომ მოხალისეების დახმარების საჭიროება ბორჯომის ხეობაში ხანძართან საბრძოლველად, არ არსებობს.

უკვე მეხუთე დღეა, ბორჯომის რაიონში, წაღვერის ტყეში ხანძარია. 20 აგვისტოდან დღემდე სახანძრო ჯგუფების მუშაობის მიუხედავად, ხანძარი ტყის ნაწილში მაინც მძვინვარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები