LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმზრდელის მიერ ბავშვზე განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

82

დიდ დიღომში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, აღმზრდელის მიერ ბავშვზე განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ამ ეტაპზე პოლიცია გამოკითხვებს აწარმოებს.

„სამართალდამცველებმა ფაქტის შესახებ მიღებული შეტყობინებისთანავე, დაიწყეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები,“ – განაცხადეს შსს-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები