LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღნიშნული ციანიდი მამა გიორგის ჩაუდეს – ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

46

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები დასკვნით სიტყვას სასამართლოს წინაშე, თითქმის, 5 საათის განმავლობაში ამბობდნენ. ერთერთი უფლებადამცველის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, აღნიშნული ციანიდი მამა გიორგი მამალაძეს ჩაუდეს, რასაც ადასტურებს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ მიცემული ჩვენებები.

„ეს არ იყო აღმოჩენილი იმიტომ, რომ არ არსებობდა და აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ბარგის შესამოწმებლად დასჭირდათ 9 საათი და ამ ხნის განმავლობაში მიიღეს მითითებები, როგორ უნდა ემოქმედათ. ამის შემდეგ კი აღმოაჩინეს ციანიდი. ბრალდება არის უსაფუძვლო. მოსამართლემ უნდა მიიღოს ერთადერთი ობიექტური გადაწყვეტილება და მამა გიორგი მამალაძე გაამართლოს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მამა გიორგი მამალაზის პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული, შესვენების შემდეგ კი პროცესი ბრალდებულის დასკვნითი სიტყვით გაგრძელდება.

პოპულალურები