LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში სროლის შედეგად 2 პირი დაიჭრა

69

აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში სროლა იყო.

როგორც “ფორტუნას” აღსრულების ბიუროში განუცხადეს, ორმა კერძო პირმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.  ორივე პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

”ინციდენტს აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან არავითარი კავშირი არა აქვს. დაპირისპირება ორ კერძო პირს შორის მოხდა”, – განაცხადეს აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს, სისხლის სამართლის საქმე 19-108-ე და 236-ე მუხლებით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები