LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგრძელებს თუ არა ჯამიროქუაი ტურნეს – უახლესი ინფორმაცია

128

ჯგუფ “ჯამიროქუაის” სოლისტი ჯეი ქეი მცირე ხნის წინ დაშავდა. მას მცირე საგზაო ინციდენტის შედეგად ხერხემალზე პრობლემები შეექმნა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის გამო მისი რამდენიმე კონცერტი გადაიდო.

ჯეი ქეიმ თავის მსმენელს საავადმყოფოდან მიმართა. საქართველოში მისი თაყვანისმცემლები დაინტერესდნენ, რაიმე საფრთხე ხომ არ დაემუქრა მის მომავალ კონცერტებს, მათ შორის, საქართველოში.

გაირკვა, რომ ჯეი ქეის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის აგრძელებს ტურნეს. ახლახან ჯგუფის სოცქსელში ეს ინფორმაცია დადასტურდა. ასე რომ, ჯეი ქეი აგრძელებს ტურნეს და მის ფარგლებში ახალი ალბომით, რომელიც შესანიშნავია, ბათუმის ჯაზფესტივალს ივლისის ბოლოს ესტუმრება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები