LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგრესიის კანალიზაცია ხდება ფიზიკური აღზრდით და ვარჯიშით – სალომე ზურაბიშვილი [ვიდეო]

121

“აგრესიის კანალიზაცია ხდება ფიზიკური აღზრდით და ვარჯიშით,” – აღნიშნული განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, სპორტსმენებთან შეხვედრისას გააკეთა.

პრეზიდენტობის კანდიდატის ეს განცხადება “სოციალურ ქსელში” ვირუსულად გავრცელდა.

“იმ აგრესიის, რაც არსებობს ახალგაზრდებში და დღევანდელ მსოფლიოში, სამწუხაროდ, ეს არის მოცემულობა, რომ ეს აგრესია იზრდება. ერთ-ერთი აგრესიის კანალიზაცია ხდება ფიზიკური აღზრდით და ვარჯიშით. ჩვენ ამას უფრო მეტი დატვირთვა უნდა მივცეთ ყველა სკოლებში,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. (სტილი დაცულია)

მან ასევე, სპორტსმენებს განუცხადა, რომ ის მათსა და მთავრობას შორის, მედიატორის როლს შეასრულებს.

„მე იქ ვიქნები თქვენი ელჩი. გარდა ამისა, პრეზიდენტსაც აქვს თავისი ფონდი, საჭიროების შემთხვევაში, ამ რესურსის გამოყენებაც არის შესაძლებელი,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელსაც მხარს მმართველი გუნდი “ქართული ოცნება” უჭერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები