LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში ერთ თვეში 2500 პოლისი გაიცა

87

აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში ერთ თვეში 2500-მდე სადაზღვევო პოლისია გაცემული. ამის შესახებ გადაცემა ”საქმის კურსს” აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერმა ლევან მაღრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მხრივ აქტიური პერიოდი ახლა კახეთსა და შიდა ქართლშია, სადაც ბენეფიციარები სხვადასხვა სახის კულტურებს აზღვევენ, მათ შორის მარცვლეულს, კენკროვანსა და მრავალწლიან კულტურებს.

პროექტის მენეჯერი დასავლეთ საქართველოში პოლისების შესყიდვის გააქტიურებას შემოდგომიდან, ციტრუსის სეზონის გააქტიურებისას ელოდება.

შეგახსენმებთ, მთავრობამ აგროდაზღვევის პროექტი წელს მარტის ბოლოს დაამტკიცა. პროგრამის ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით განისაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები