LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგროდაზღვევის პროგრამა აპრილიდან განახლდება

91

სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამას წელსაც გააგრძელებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, პროგრამა მიმდინარე წლის აპრილიდან განახლდება, მანამდე კი, მთავრობა ახალ დადგენილებას მიიღებს.

დავითაშვილი ამბობს, რომ აგრო დაზღვევა არ იქნება სავალდებულო, მაგრამ პროგრამაში გარკვეული ცვლილებები შევა, მათ შორის გაიზარდება დაფარვის მასშტაბი.

“ჩვენი მიზანია, პროგრამა იყოს უფრო მეტად საყოველთაო. იგეგმება მთელი რიგი არსობრივი საკითხების დახვეწა, დაზუსტდება ტარიფები. მოგეხსენებათ, დაზღვევა მნიშვნელოვნად უკავშირდება სტატისტიკურ ინფორმაციას. ოთხი წლის წინ, როდესაც პროგრამა დავიწყეთ, სტატისტიკური ინფორმაცია იყო ძალიან მწირი. წლიდან წლამდე სადაზღვევო კომპანიებს უგროვდებათ გამოცდილება, ხდება სადაზღვევო პირობების დახვეწა და დამუშავება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ პროექტში ჩართვა ნებისმიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიას შეუძლია.

საქართველოში აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლის სექტემბრიდან ხორციელდება. აგროდაზღვევის პროგრამისთვის 2017 წლის ბიუჯეტში 7 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები