LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგროჰაბი დამატებით 100-150 ადამიანს დაასაქმებს

1101

პროდუქცია ხელიდან ხელში – თბილისში ნატურალური პროდუქტების რიგით მეორე ჰიპერმარკეტი გაიხსნება. ”აგროჰაბი” ახალ ფილიალს 2018 წლის მაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „აქსის თაუერსის“ შენობაში გახსნის. ამ მიზნით უკვე მოეწერა ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს ”აქსის თაუერსსა” და ”აგროჰაბს” შორის, რის შედეგადაც პირველი ევროპული სტანდარტების აგრო პროდუქტების ჰიპერმარკეტი, დაახლოებით 2 500 კვ.მ-ზე განთავსდება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დირექტორმა გიორგი ჯაშიაშვილმა განუცხადა, ჭავჭავაძის ”აგროჰაბში” 100-დან 150-ამდე ადამიანი დასაქმდება. ჰიპერმარკეტში წარმოდგენილი იქნება ყველა ის ნატურალური პროდუქტი, რომელიც ”აგროჰაბის” პირველ ფილიალშია.

”აქ, რა თქმა უნდა, ფერმები და წარმოება ვერ მოეწყობა, თუმცა ნატურალური პროდუქციის სრული ასორტიმენტი გაიყიდება. ამასთან, სამომავლოდ გაფართოებას რეგიონალური მიმართულებითაც განვიხილავთ. არც არის გამორიცხული, 2018 წელსვე ”აგროჰაბი” თბილისის ფარგლებს გასცდეს”, – აღნიშნა ჯაშიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ”აგროჰაბის” ნატურალურ პროდუქციაზე ბაზარზე მოთხოვნა დიდია. შესაბამისად, კომპანია მომხმარებელს თითქმის ყოველდღიურად, პროდუქციის გამრავალფეროვნების კუთხით,  სიახლეებს სთავაზობს.

შეგახსენებთ, ”აგროჰაბის” პირველი მარკეტი მარშალ გელოვანის გამზირზე 2016 წლის ნოემბერში განთავსდა. პროექტში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ამ დროისთვის „აგროჰაბში” სხვადასხვა სახის წარმოებაა – მათ შორის კომპანიას გააჩნია საკუთარი რძის გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც 100%-ით ნატურალური რძის პროდუქტები იწარმოება, როგორებიცაა: არაჟანი, მაწონი, ხაჭო, სხვადასხვა სახის ყველი (სულგუნი, იმერული და ა.შ.). ამასთან, მარკეტში წარმოდგენილია საკონდიტრო საცხობი, პურ-ფუნთუშეული, ცივი და ცხელი სამზარეულო, სალათებისა და ე.წ Sea food-ის მრავალფეროვანი ასორტიმენტი. გარდა ამისა, კომპანიას გააჩნია საკუთარი ფრინველის, საქონლისა და ღორის ფერმაც. ფერმებში არსებული ფრინველი და საქონელი იკვებება ნატურალური საკვებით, ყოველგვარი დანამატების გარეშე. ”აგროჰაბში” განთავსებულია მარანიც, სადაც კლინეტს შეუძლია შეიძინოს რამდენიმე დასახელების ცოცხალი ღვინო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები