LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგვისტოს ფესტივალები და ნაციონალური დღესასწაულები – რჩევები მოგზაურებს

152

თუ აგვისტოში გეგმავთ არდადეგების მოწყობას, მაშინ ფესტივალებს, ნაციონალურ დღესასწაულებსაც ესტუმრეთ და აუცილებლად დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით გაამდიდრებთ საკუთარ მოგზაურობას.

 

* ქვიშის სკულპტურების ფესტივალი ბელგიაში – ქვიშის სკულპტურების ცნობილი ფესტივალი, რომელიც წელს მეშვიდ ეწყობა ბელგიის პატარა ქალაქის ზაბრუგეს სანაპიროზე, ფლანდრიას, მის არქიტექტურას ეძღვნება და როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან, გასული წლებთან შედარებით ბევრად მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება.

* ყვავილების ფესტივალი კოლუმბიაში – 3-12 აგვისტოს კოლუმბიის ქალაქი მადალინი ნამდვილ ბოტანიკურ ბაღს ემსგავსება, რადგან სწორედ აქ ეწყობა ყვავილების ფესტივალი. ქალაქის გარეუბნი მრავალფეროვანი მცენარეებით ირთვება, ცენტრალურ რაიონებში კი, ფლორისტები ყვავილების ულამაზესი კომპოზიციების აღლუმს აწყობენ.

* THE ROYAL QUEENSLAND SHOW ავსტრალიაში – თუ ნამდვილი ბაზრობის ნახვა გსურთ, მაშინ ბრისბენში გაემგზავრეთ, სადაც10-19 აგვისტოს კონტინენტის უმსხვილესი ბაზრობა-გამოფენა იმართება თავისი ატრაქციონებით, ფერმერების კონკურსით და ჯამბაზების შოუთი.  ამასთანავე, სწორედ ბრისბენის ბაზრობაზე შეიძლება ნამდვილი ავსტრალიური კერძებისა და დესერტების დაგემოვნება.

* ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი შოტლანდიაში – ევროპის უმსხვილესი ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ეწყობა ედინბურგში, პირველად 1947 წელს გაიმართა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპელების მშვიდობიან ცხოვრებას დაბრუნებას და ევროპული კულტურის აღორძინებას ისახავდა მიზნად, ამიტომ გსაკვირი არაა, რომ დღეს პროგრესული თეატრალური დადგმების სანახავად და ექსპერიმენტული მუსიკის მოსასმენად ხელოვნების მოყვარულები სწორედ ედინბურგს სტუმრობენ. წელს ფესტივალი 2 აგვისტოს დაიწყება და 27 აგვისტომდე გაგრძელდება.

* მიცვალებულების დღესასწაული იაპონიაში – დღესასწაული, რომელზეც იაპონელები საჰაერო ფარნების გაშვებითა და ნაციონალური სიმღერების შესრულებით იხსენებენ გარდაცვლლილ ნათესავებს 13-15 აგვისტოს იმართება. როგორც აღმოჩნდა, დღსასწაულზე ცეცხლის ანთება აუცილებელია, რათა უკან დასაბრუნებელი გზა არ დაებნეთ რამდენიმე წუთით ახლობლებთან „სტუმრად წვეულ“ გარდაცვლილებს.

* კარნავალი ინგლისში – მართალია, დღეს ნოტინგ-ჰილი ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე რესპექტაბელურ რაიონად ითვლება, მაგრამ წლების წინ ის მხოლოდ კარიბის აუზის ქვეყნების მიგრანტების თავშესაფრად ითვლებოდა. სწორედ ნოტინგ-ჰილში ეწყობა ყოველი წლის 26-27 აგვისტოს მხიარული დღესასწაული და არჩვეულებრივი აღლუმი, რომელიც არაფრით ჩამორჩება რიო-დე-ჟანეიროს ცნობილ აღლუმს.

* პომიდვრებით ბრძოლა ესპანეთში – მართალია, ბუნიოლის მოსახლეობა სულ რაღაც 9 ათას მოსახლეს შეადგენს, მაგრამ „პომიდვრების ომის მოსაწყობად“, რომელიც წელს 28 აგვისტოს იგეგმება, ვალენსიასთან 38 კილომეტრში მდებარე ქალაქში 30 ათასამდე ტურისტი იყრის თავს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, სადაც დღესასწაულში მონაწილეობის მსურველები იკრიბებიან, სატვირთოებით მიაქვთ რამდენიმე ტონა პომიდორი და მართალია ბრძოლა მხოლოდ ერთ საათს გრძელდება, მაგრამ სანახაობა მართლაც დაუვიწყარია.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები