LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგვისტოს ომის გმირს, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილს ხვალ თბილისში სამხედრო პატივით დაკრძალავენ

41

2008 წლის აგვისტოს ომის გმირს, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილს თბილისში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. გზირიშვილის ნეშტი რუსთავიდან თბილისში გადაასვენეს.
ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში დღეს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა..

2 ნოემბერს, ვახტანგ გზირიშვილთან ერთად, ტაძრის ეზოში, მისი მამის, აფხაზეთის ომში დაღუპული ბადრი გზირიშვილის ნეშტსაც დაკრძალავენ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირი, კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა. გარდაცვალების შემდეგ, რუსთაველ ჯარისკაცს ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები