LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემად, პარლამენტის შენობებზე დროშები დაუშვეს

55

2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს დილით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თბილისსა და ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობებზე სახელმწიფო დროშები ერთდროულად დაეშვა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო პირი და  14 პოლიციელი,  ხოლო 1 747 დაიჭრა.  სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები