LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგვისტოში ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირდა

116

ნავთობპროდუქტების იმპორტი აგვისტოს თვეში შემცირდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2017 წლის აგვისტოში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 100,1 ათასი ტონა, რაც 19,3 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, აგვისტოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 57,1 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 43,0 ათასი ტონა.

მათივე ინფორმაციით, საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2017 წლის აგვისტოში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 41,3 ათასი ტონა ანუ 72,3%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი – 15,2 ათასი ტონა ანუ 25,5%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 1,3 ათასი ტონა ანუ 2,2%, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 43,0 ათასი ტონა ანუ 100,0%, L-62 და DT დიზელის საწვავის იმპორტი აგვისტოს თვეში არ განხორციელებულა.

ქვეყნების მიხედვით, 2017 წლის აგვისტოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან – 34,0 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 33,9%), ბულგარეთიდან – 20,1 ათასი ტონა (20,0%), რუსეთიდან – 18,2 ათასი ტონა (18,2%), აზერბაიჯანიდან – 11,6 ათასი ტონა (11,5%), თურქმენეთიდან – 8,5 ათასი ტონა (8,4%), საბერძნეთიდან – 6,5 ათასი ტონა (6,4%), უკრაინიდან – 1,7 ათასი ტონა (1,6%) და სხვ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები