LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აი, ეს არის საქართველო“ – ამბავი პაპაზე, რომელსაც აფთიაქში წამალი 14 წლის ბიჭმა უყიდა

50

ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში აღწერს სიტუაციას, რომელსაც თავად შეესწრო ერთ-ერთ აფთიაქში. როგორც ის ჰყვება, პაპას, რომელმაც 27 ლარის წამლის ფული ვერ გადაიხადა და წამალი უკან დააბრუნა, რამდენიმე ადამიანმა დახმარება შესთავაზა…

„ეს უნდა დამეწერა!

აფთიაქში რიგში დგას დაახლოებით 14 წლის ბიჭი, წინ მოხუცი პაპა, რომელმაც წამალი უკან დააბრუნა რადგან ფული არ ყოფნიდა და ამ დროს რა ხდება იცით?

ფარმაცევტიდან დაწყებული, ამ პატარა ვაჟკაცით დამთავრებული ყველამ ჭიდაობა დავიწყეთ რომ გადაგვეხადა წამლის ფული, სულ 27 ლარამდე იყო….

ეს პატარა კაცი ყველაზე მეტად აქტიურობდა და პაპას ეუბნებოდა ბაბუამ მაჩუქა ფული და სიკეთის გაკეთების უფლება მომეციო, ვიდექი ბედნიერებისგან გაღიმებული, ეს პაპა როდესღაც დამსახურებული პედაგოგი იყო, იყო კი არა არის, პირადად ჩემთვის სკოლის პედაგოგი მშობლისგან არაფრით არ განსხვავდება, რადგან ცხოვრების საუკეთესო წლები სწორედ ამ შენობაში გადის!

სამწუხაროა, რომ ამ პატარა კაცმა არ გადამაღებინა სურათი და მითხრა, რომ მეც დავბერდები და რა ვიცი, როგორი სიბერე მექნებაო….

აი, ეს ბავშვი, ასეთი მაგარი კაცი რომაა მისი მშობლების დამსახურებაა, ალბად ის არც მშობლბს არ ეტყვის არაფერს მაგრამ ის უკვე შემდგარი კაცია, ამიტომ ვამბობ კაცად იბადებიან ვერ გახდებიან!

ასევე აფთიაქის ფარმაცევტი ძალიან მაგარი ადამიანია, რომელმაც მითხრა, რომ მე არ მიჭირს, სტაჟის გამო ვმუშაობ და ხშირად ხელფასს აქ ვტოვებ, იმდენი გაჭირვებული პენსიონერი შემოდისო….

ამდენს იცით რატომ ვწერ?

აი, ესაა საქართველო!..

აი ამას ვერ წაშლიან რაც არ უნდა გრანტები აბნიონ!

აი, ასეთი საქართველო მიყვარს!

პაპა სახლამდე მივაცილეთ, სახლში ინვალიდი მეუღლე უცდიდა…

პაპას ცრემლიანი თვალები არასოდეს არ დამავიწყდება და მისი ლოცვა ჩვენთვის დღეს ვისაც მასთან შეხება გვქონდა ყველაფერს გვერჩივნა…❤

ეს ჩვენი საქართველოა!

ძალიან ნიჭიერი, კეთილი და მოსიყვარულე თაობა გვეზრდება და ცუდი ფაქტების გამო ყველას ერთმანეთთან ნუ გავაიგივებთ!

უბრალოდ, ყველას თავისებური მიდგომა უნდა, თორემ ბოროტი ბავშვი არ არსებობს, ბოროტად საზოგდოება აყალიბებს ან მძიმე ოჯახური მდგომარეობა!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები