LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აიდას“ ანიტა რაჭველიშვილის მონაწილეობით მილიონობით მაყურებელი იხილავს

32

9 აგვისტოს საფრანგეთის დროით 20:50 საათზე, ფრანგული საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, France 5 აღიარებული ქართველი მეცოსოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის მონაწილოებით „აიდას“ ტრანსილრება იგეგმება. ჩანაწერს ეთერის საშუალებით მილიონობით მაყურებელი იხილავს.

ორანჟის საზაფხულო საოპერო ფესტივალი „აიდას“ 2 და 5 აგვისტოს მასპინძლობს.  სწორედ 5 აგვისტოს ჩანაწერი გადაიცემა მაყურებლისთვის სატელევიზიო ეთერით.

როგორც ცნობილი ფრანგული გამოცემა Télérama აღნიშნავს, სპექტაკლის ყურება და ვერდის ეგვიპტეში მოხვედრა, თუნდაც მხოლოდ ანიტას შთამბეჭდავი ამნერისის გამო ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები