LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აიღეთ ტელეფონი, დაურეკეთ და მისწერეთ, აგრძნობინეთ, რომ ჯადოსნურ ღამეს ნატვრები ხდება” – სანტას მიმართვა

129

მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა სანტა კლაუსმა ყოველწლიური საერთაშორისო ტური დაიწყო. მან სტარტი სანტა კლაუსის სამშობლოდ აღიარებულ ლაპლანდიის რეგიონში სოფელ როვა-ნიემში აიღო. საშობაო მოგზაურობაში გამგზავრებამდე  სანტა კლაუსმა საკუთარი რეზიდენციის  წინ მსოფლიო მოსახლეობას მიმართა. ლაპლანდიელი სანტა მეტი სიყვარულისა და თანადგომისკენ მოგვიწოდებს.

 

“აიღეთ ტელეფონი, დაურეკეთ, მისწერეთ წერილი და აგრძნობინეთ, რომ ჯადოსნურ ღამეს ნატვრები ხდება” – ამბობს სანტა კლაუსი.

 

https://www.facebook.com/allaboutlapland/videos/807720066082776/

სანტას მოსასმენად და საშობაო ტურნეში გასაცილებლად სოფელ როვა-ნიემში, სადაც მისი რეზიდენცია მდებარეობს, ათასობით ბავშვი და ზრდასრული შეიკრიბა.

ტრადიციის თანახმად, სანტა მის ერთგულ მეგობარ ირმებთან ერთად შობის ღამეს მსოფლიოს გარშემო იმოგზაურებს. მის გადაადგილებას კი პენტაგონის კომოსური ძალების სააგენტო გააკონტროლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები