LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

airbnb-ის მიხედვით, ბინების საშუალო ფასმა საქართველოში $45 შეადგინა

132

კვლევითი ორგანიზაცია PMCG საქართველოში სასტუმროების ფასების შესახებ კვლევას აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, 2018 წლის აგვისტოში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 1 147 ლარი შეადგინა. 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასები რეგიონებს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთში – 177 ლარი და აჭარაში – 164 ლარი დაფიქსირდა. აგვისტოს თვეში, 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის დაბალი ფასებით გამოირჩეოდა ქვემო ქართლი – 89 ლარი და იმერეთი – 103 ლარი.

4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა აგვისტოში 253 ლარი შეადგინა. 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის, ყველაზე მაღალი საშუალო ფასები კახეთში – 299 ლარი და სამცხე-ჯავახეთში – 274 ლარი დაფიქსირდა. აგვისტოს თვეში 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის დაბალი ფასებით გამოირჩეოდა სამეგრელო-ზემო სვანეთი – 155 ლარი და იმერეთი – 233 ლარი

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა აგვისტოში 455 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 619 ლარი შეადგინა, აჭარაში – 393 ლარი, სამცხე-ჯავახეთში – 383 ლარი, ხოლო კახეთში – 357 ლარი.

საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა აგვისტოს თვეში 74 ლარი შეადგინა. აგვისტოში, ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში გურიაში – 138 ლარი და ქვემო ქართლში – 107 ლარი დაფიქსირდა. საოჯახო ტიპის სასტუმროებს შორის ყველაზე დაბალი საშუალო ფასები დაფიქსირდა კახეთში – 61 ლარი, იმერეთში და შიდა ქართლში – 62 ლარი.

airbnb-ის მიხედვით, ბინების საშუალო ფასმა საქართველოში აგვისტოში $45 შეადგინა. ტურისტების მიერ ყველაზე ხშირად მონახულებად ადგილებს შორის (2017 წლის მიხედვით) ფასების განაწილება აგვისტოში შემდეგია: თბილისი – 42$, ბათუმი -46$, ყაზბეგი – 50$, მცხეთა – 37$, გუდაური – 89$, ქუთაისი -31$, სიღნაღი – 27$, ბორჯომი – 32$, ქობულეთი – 46$.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები