LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აირჩევს თუ არა პრეზიდენტს პარლამენტი

31

“ქართული ოცნება” აანონსებს საკონსტიტუციო ცვლილებებს აანონსებს, ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, რამდენიმე, უკვე არჩეულმა დეპუტატმა ღიად განაცხადა იმ გეგმების შესახებ, რომელიც პარტიას ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობასთან დაკავშირებით აქვს.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, განსაკუთრებულ ყურადღებას “ქართულ ოცნებაში” პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლაზე ამახვილებენ. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ არის გარკვეული აცდენა მოქმედი კონსტიტუციით არჩეულ პრეზიდენტის ლეგიტიმაციასა და პრეზიდენტის უფლებებს შორის და ეს საკითხი არის გამოსასწორებელი.

“ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობის დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავს, რაც, “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები აღარ ჩატარდეს და მოქმედმა პარლამენტმა აირჩიოს.

„გვაქვს გარკვეული ნონსენსი, ისინი ერთმანეთთან ლოგიკაში არ ჯდებიან, არ არის ლოგიკური. ყველაზე უფრო დიდი ლეგიტიმაციით არჩეული, როგორც უნდა იყოს საპრეზიდენტო რესპუბლიკებში, ასეა არჩეული და ამ დროს ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია მის უფლებებსა და მოვალეობებში, ასევე გასასწორებელია,“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ეს არ არის ერთადერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელის განხილვას და მიღებასაც “ქართული ოცნება” გეგმავს. შეგახსენებთ, რომ უკვე დაწყებულია მსჯელობა ქორწინების შესახებ დეფინიციის კონსტიტუციაში შეტანასა და ქუთაისიდან პარლამენტის კვლავ თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები