LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აისი“ საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორი 2019 წლის ჩათვლით იქნება

263

2018 წლის თებერვლიდან ლუდი „აისი” საქართველოს რაგბის კავშირისა და ეროვნული ნაკრების ოფიციალური ლუდი გახდა. მხარეებს შორის სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი 28 თებერვალს ავჭალის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე მოეწერა.

ხელშეკრულების თანახმად, ლუდი „აისი“ საქართველოს რაგბის კავშირის და რაგბის ეროვნული ნაკრების სპონსორი 2019 წლის ჩათვლით იქნება. სასპონსორო პერიოდში ბორჯღალოსნები „აისით“ დაბრენდილი მაისურებით იასპარეზებენ. მიმდინარე წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატი“ უკვე“აისის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

პრესკონფერენციის დროს მხარეებმა საერთო მიზნებზე ისაუბრეს. გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში გეგმაშია სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის, სოციალური პროექტები, როგორიცაა 20 წლამდელების ნაკრების მომზადება მსოფლიო ჩემპიონატისათვის და სხვადასხვა რაგბის სახეობების (ქვიშის, თოვლის და სხვა) განვითარების ხელშეწყობა. რაგბის კავშირის პრეზიდენტმა „აისის“ წარმომადგენლებს საზეიმო ვითარებაში მორაგბეების მიერ ხელმოწერილი ეროვნული ნაკრების კვართი გადასცა. აქვე მოხდა ლუდი „აისის“ რაგბისადმი მიძღვნილი სპეციალური ბოთლის პრეზენტაცია.

„ჩვენთვის დიდი პატივია ქართული რაგბის გვერდში დგომა და დიდი გამოწვევაა ვიყოთ ქვეყნის ყველაზე წარმატებული გუნდის „ოფიციალური ლუდი“. ჩვენი და საქართველოს რაგბის კავშირის ერთობლივი მიზანია, საზოგადოებაში რაგბის პოპულარიზაცია და თამაშის დღის, როგორც დღესასწაულის მნიშვნელოვნების გაზრდა. ეროვნული ნაკრების ყოველი თამაში გულშემატკივარისთვის უკვე „გამარჯვების დღეა“, სწორედ ამის პოპულარიზაციას შევეცდებით მომდევნო წლების განმავლობაში. ამისათვის გავიზიარებთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და დავნერგავთ გულშემატკივრობის ახალ ტრადიციას, როგორიცაა თითოეულ თამაშზე „დღის საუკეთესო მოთამაშის“ და „დღის საუკეთესო გულშმარკივარის“ დასახელება. განსაკუთრებული მოლოდინით ველით 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს იაპონიაში. „აისი“ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩემპიონატის პერიოდში საქართველოში შეიქმნას განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობა, რომელიც ნამდვილ გულშემატკივრებს გააერთიანებს“ – განაცხადა „ჯიბიჯის“ დამფუძნებელი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა შოთა ხობელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები