LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამები სახელმწიფო დაფინანსებაზე გადადის

37

აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლის პროცესში, მათი მდგრადობის უზრუნველყოფისთვის შესაბამისი ქმედებების განსახილველად, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული ფორუმი გაიხსნა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო, რომელმაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით არსებულ საკითხებზე მსჯელობისთვის მსგავსი ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, წლების განმავლობაში, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამები გლობალური ფონდის დაფინანსებით ხორციელდებოდა. სამომავლოდ კი, პროგრამა სახელმწიფო დაფინანსებაზე გადავა.

„საქართველოში რამდენიმე წელია, მოქმედებს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო, რომლის ამოცანას საერთაშორისო პარტნიორთან  – „გლობალურ ფონდთან“ ერთად ტუბერკულოზსა და შიდსზემკურნალობისა და პრევენციის ძირითადი მიმართულებების სწორად წარმართვა წარმოადგენს. გლობალური ფონდის დაფინანსება გასვლის ფაზაშია, თუმცა თანამშრომლობის ეს ფორმატი სხვა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებზე საუბრის შესაძლებლობას გვაძლევს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

შეხვედრას სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები